კალათბურთი

16:26 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ სტუმრად „ბილბაოსთან“ 67:79 დამარცხდა.

მასპინძლებმა პირველივე პერიოდში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან აღარ გაუშვიათ.

ბურჯანაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა: 22 წუთში 12 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ლეიმა კორუნია“ 7 მოგებით და 24 წაგებით ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 17 მაისს, „მორაბანკ ანდორას“ უმასპინძლებს.

გიორგი ბეჟანიშვილის „გრანადამ“ სტუმრად „სარაგოსა“ 95:88 დაამარცხა. ბოლო მეოთხედში სტუმრებმა მეტოქეს 9 ქულით აჯობეს, რის ხარჯზეც გამარჯვება მოახერხეს.

ბეჟანიშვილმა 15 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

„გრანადა“ 8 მოგებით და 23 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 17 მაისს, „ბრეოგანს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093126