ფეხბურთი

18:53 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ოთარ კაკაბაძემ საგოლე პასი მიითვალა. ქართველი მცველის „კრაკოვია“ სტუმრად „კატოვიცესთან“ 1:2 დამარცხდა.

ოთარმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 36-ე წუთზე მისი ფლანგური პასის შემდეგ მეტოქის კარში გოლ ერაყელმა ფეხბურთელმა ამირ ალ ამარმა გაიტანა.

კაკაბაძეს მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„კრაკოვია“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 45 ქულით მერვე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, 18 მაისს, ვარშავის „ლეგიას“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16094