ფეხბურთი

19:30 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო გააცილეს, "ლევერკუზენმა" "დორტმუნდთან" წააგო (+VIDEO)

ბუნდესლიგის 33-ე ტურში „ლევერკუზენმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა, ეს მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა განსხვავებული მიზეზით. „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის, „ლევერკუზენისთვის“ კი, იმიტომ, რომ ჩაბი ალონსოს ბოლო საშინაო მატჩი იყო.

თამაშის დაწყებამდე ესპანელ სპეციალისტს და გერმანელ მცველს, ჯონათან ტაას გაცილების ცერემონია მოუწყვეს.

მატჩი „ლევერკუზენმა“ კარგად დაიწყო, ჟერემი ფრიმპონგის გოლით იგებდა, მაგრამ შემდეგ ბრანდტმა, რიერსონმა, ადეიემიმ და გირასიმ ოთხი გოლი გაუტანეს მეტოქეს, ბოლოს იონას ჰოფმანმა მხოლოდ ის შეძლო, რომ სხვაობა შეამცირა.

ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ 2022 წლიდან ედგა სათავეში, გუნდს გერმანიის ჩემპიონატი თასი მოაგებინა, ევროპა ლიგის ფინალშიც გაიყვანა. მისთვის გერმანულ გუნდში ბოლო მატჩი 17 მაისს, სტუმრად „მაინცთან“ იქნება, შემდეგ კი, მადრიდის „რეალს“ ჩაიბარებს. „ლევერკუზენი“ 68 ქულით მეორე ადგილზეა.

„დორტმუნდს“ 54 ქულით მეხუთე ადგილი უკავია და მხოლოდ ქულით ჩამორჩება „ფრაიბურგს“. ბოლო ტურში გადაწყდება, გავა თუ არა ნიკო კოვაჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე.

„ლევერკუზენი“ – „დორტმუნდი“ 2:4 (1:2)

გოლები: 1:0 ფრიმპონგი (31), 1:1 ბრანდტი (33), 1:2 რიერსონი (43), 1:3 ადეიემი (73), 1:4 გირასი (77), 2:4 ჰოფმანი (90)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.175755