საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ მესამე ადგილისთვის მატჩში ათენის „აეკ-ს“ დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.
ესპანური კლუბი მთელი თამაში იგებდა, ბოლო პერიოდის წინ 9 ქულით იყო წინ, მაგრამ დასკვნითი ათწუთეული ჩააგდო (18:31), რის შემდგომაც, საბოლოოდ, 73:77 დამარცხდა.
შერმადინმა 24 წუთში 5 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მან 11-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.
„ტენერიფე“ ახლა ბრძოლას ლიგა ენდესაში გააგრძელებს, სადაც ჯერ რეგულარული სეზონი არ დასრულება, მაგრამ პლეი-ოფში უკვე გასულია.