ფეხბურთი

22:14 | 11.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვებით ლიდერობა განიმტკიცა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

„იბერია“ იური ტაბატაძის პენალტით დაწინაურდა, რასაც მალევე ლაშა შერგელაშვილმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მალევე, ტაბატაძეს პენალტით დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა, ამჯერად ვერ გაიტანა.

მიუხედავად ამისა, ლევან კორღალიძის გუნდმა მოიგო, 84-ე წუთზე დავით სხირტლაძემ შეაგდო გამარჯვების მომტანი გოლი.

„იბერია“ დამაჯერებლად, 36 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას, ისევ დაუმარცხებელია და მომდევნო ტურში „კოლხეთს“ ეთამაშება, ხოლო „სამგურალი“ 12 ქულით მეშვიდეა და წინ „ტორპედოსთან“ დაპირისპირება ელოდება.

„იბერია“ – „სამგურალი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ტაბატაძე (54, პენ), 1:1 შერგელაშვილი (62), 2:1 სხირტლაძე (84)

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089974
სარეკლამო ადგილი - 99
X x X