ფეხბურთი

9:15 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "დაცვაში ცუდი თამაშის გამო წავაგეთ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, 5 მცველი გვაკლდა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ მარცხის (3:4) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, დაცვაში შეცდომების გამო წააგეს, მაგრამ ისიც გაიხსენა, რომ ხუთი მცველი აკლდათ:

„ასეთი დონის მატჩებში თავი კარგად უნდა დაიცვა და კარგად შეუტიო. კარგად ვუტევდით, მაგრამ 30-ე წუთის შემდეგ დაცვაში შეცდომები დავუშვით და ეს წაგებად დაგვიჯდა. შეტევაში მკაფიო იდეები გვქონდა, კარგი მომენტები გვქონდა, 3 გოლი გავიტანეთ, ორი არ ჩაგვითვალეს. თუმცა, დაცვაში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხუთი მცველი გვაკლდა.

ჩემი ბოლო „კლასიკო“? ეს სეზონის ბოლო „კლასიკო“ იყო, კიდევ სამი მატჩია დარჩენილი სეზონში, რომლებიც უნდა მოვიგოთ. როდრიგოსთან არანაირი პრობლემა არ არსებობს, ის 100%-ით მზად არ იყო, ამიტომ არ ითამაშა.

ორი შესანიშნავი გუნდის თამაში ვნახე, ბიჭებისთვის არაფერი მაქვს სასაყვედურო, მათ ყველაფერი გააკეთეს, ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და შეგვეძლო ანგარიში 4:4 გაგვეხადა“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონში „ბარსელონასთან“ ოთხივე მატჩი წააგო, ლა ლიგაში 7-ქულიანი ჩამორჩენა აქვს და დიდი ალბათობით, სეზონს უტიტულოდ დაასრულებს.

კარლო ანჩელოტის კი, „რეალში“ ჩაბი ალონსო შეცვლის.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092875