საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო ბათუმი“ დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
დაძაბული მატჩის ბედი ბიორნ იონსენმა გადაწყვიტა, რომელმაც 54-ე წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი.
დირკ შუსტერის გუნდმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, 21 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ მეხუთე ადგილზეა, მაგრამ მეორე ადგილს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში „ტორპედო“ „სამგურალს“ ეთამაშება.
„დინამო ბათუმი“ კრიზისშია: ბოლო 5 ტურში 3 ფრე და 2 წაგება, ბოლო ორი მატჩი სულაც წააგო და 24 ქულით მეორე ადგილზეა, თუმცა „იბერიას“ უკვე 12 ქულით ჩამორჩება. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება.