ფეხბურთი

0:24 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუას "ბაზელი" შვეიცარიის ჩემპიონი გახდა

„ბაზელი“ შვეიცარიის ჩემპიონი გახდა, შესაბამისად, გაბრიელ სიგუაც.

35-ე ტურში „ბაზელის“ კონკურენტებმა „სერვეტმა“ და „იანგ ბოიზმა“ ერთმანეთში უგოლო ფრე ითამაშეს, რის შემდგომაც სიგუა და მისი თანაგუნდელები გაჩემპიონდნენ.

სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, „ბაზელი“ „სერვეტს“ 11 ქულით უსწრებს, შესაბამისად, ტიტულში ვერავინ შეეცილება.

„ბაზელი“ 2017 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი, 21-ედ გახდა შვეიცარიის ჩემპიონი, სიგუასთვის შესაბამისად, პირველი ტიტულია.

19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში შვეიცარიის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, შედეგიანი მოქმედების გარეშე, სამაგიეროდ, შვეიცარიის თასზე ერთ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095664