ფეხბურთი

2:07 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ ოსიმენს სერია A-ში დაბრუნება სურს, მისი პრიორიტეტი იტალიური გრანდია

ვიქტორ ოსიმენს, რომელიც იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს, ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა სურს.

როგორც ალფრედო პედულა იტყობინება, რომელიც ძალიან სანდო წყაროა და გამოირჩევა ზუსტი ინფორმაციებით, ნიგერიელმა ფეხბურთელმა პრიორიტეტი „იუვეს“ მიანიჭა და მზადაა დაელოდოს მოლაპარაკებებს, რათა კარიერა ტურინულ გრანდში გააგრძელოს.

ოსიმენს არ სურს 26 წლის ასაკში საუდის არაბეთში გადაბარგება, საიდანაც მას უფრო სარფიანი შეთავაზებები აქვს, ამიტომაც, „იუვენტუსში“ გადასვლა ურჩევნია, სადაც კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობს, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წელს სწორედ ჯუნტოლიმ მიიყვანა.

ოსიმენის კონტრაქტში არის გამოსასყიდი პუნქტი, რომლის ფასი 75 მილიონი ევროა, მაგრამ ეს იტალიურ კლუბებზე არ ვრცელდება. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ „იუვეს“ აურელიო დე ლაურენტისი უფრო მეტს მოსთხოვს. თუმცა, „ბიანკონერი“ ზაფხულში მაღალი დონის ფორვარდის დამატებას აპირებს და მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს. პრობლემა არც ოსიმენის ხელფასი იქნება, ფეხბურთელიც მზადაა 10 მილიონის ფარგლებში თანხმობა განაცხადოს.

ვიქტორ ოსიმენი ამჟამად იჯარით „გალათასარაიშია“, რომლის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 33 გოლი გაიტანა. ის „ნაპოლის“ საკუთრებაში რჩება, მაგრამ ნეაპოლელებმა ზაფხულში აუცილებლად უნდა გაყიდონ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169565