სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ „ბარსელონას“ შეტევაში დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს - ყველა ტურნირზე უკვე გაიტანა 167 გოლი!
ლა ლიგაში მიზანია, რომ გუნდმა სამნიშნა ნიშნულს მიაღწიოს, 35 ტურში ჰანსი ფლიკის გუნდის აქტივში 95 გოლია და წესით, კიდევ მინიმუმ 5 გოლის გატანა დარჩენილ სამ მატჩში არ უნდა გაუჭირდეს.
სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავია ყველა ტურნირს თუ ავიღებთ: 95 გოლი ლა ლიგაში, 43 ჩემპიონთა ლიგაზე, 22 ესპანეთის თასზე და 7 ესპანეთის სუპერთასზე - სულ 167 გოლი...
167 გოლიდან 90 შემტევმა ტრიომ გაიტანა: რობერტ ლევანდოვსკის აქტივში 40 გოლია, რაფინიამ თავი 34-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ლამინ იამალმა 16 გოლის გატანა შეძლო.
„ბარსას“ ლა ლიგაში კიდევ სამი მატჩი დარჩა გასამართი, სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება.