ფეხბურთი

9:55 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო გუნდში პსჟ-ს 9 ფეხბურთელი მოხვდა

პარიზში საფრანგეთის ფეხბურთის კავშირის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა, სადაც ლიგა 1-ის საუკეთესო გუნდი დასახელდა, ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო გუნდში ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენის" 9 ფეხბურთელი მოხვდა, ერთი "ლიონიდან", ხოლო ერთიც "ლილიდან".

ლიგა 1-ის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე - ლუკას შევალიე (ლილი).

მცველები - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში (ყველა პსჟ).

ნახევარდაცვა - ნევში (პსჟ), ვიტინია (პსჟ), შერკი (ლიონი).

თავდასხმა - დუე, დემბელე, ბარკოლა (ყველა პსჟ).

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, დეზირე დუე დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის წოდება ლუის ენრიკეს ერგო.

ცნობისთვის პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა, ხოლო ისტორიაში ეს ტიტული მეცამეტედ მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ კლუბს იანვარში შეუერთდა, ქართველმა ლიგა 1-ში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092247