ფეხბურთი

14:00 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრიციო რომანო: "ჩაბი ალონსომ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა"

43 წლის ესპანელი სპეციალისტი ჩაბი ალონსო მომდევნო 3 წლის განმავლობაში მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ალონსომ მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ესპანელი სპეციალისტი კლუბს სათავეში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე ჩაუდგება და აღნიშნულ ტურნირზე "რეალი" სწორედ მისი ხელმძღვანელობით იასპარეზებს.

ცნობისთვის, ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ 2022 წლიდან ედგა სათავეში, გუნდს გერმანიის ჩემპიონატი თასი მოაგებინა, ევროპა ლიგის ფინალშიც გაიყვანა. მისთვის გერმანულ გუნდში ბოლო მატჩი 17 მაისს, სტუმრად „მაინცთან“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით წელს პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ჯამში 32 გუნდი მიიღებს. ტურნირი აშშ-ში ჩატარდება, სტარტს 14 ივნისს აიღებს და 13 ივლისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08855