მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელ ვიქტორ მუნიოსს "ბლანკოსის" გულშემატკივრები სოციალურ ქსელში თავს დაესხნენ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ, ამას ისიც ემატება, რომ ფეხბურთელი პირად შეტყობინებებში არაერთ მუქარის წერილებს იღებს.
"ბარსელონასა" და "რეალის" მატჩში კარლო ანჩელოტიმ ვიქტორ მუნიოსი მოედანზე 88-ე წუთზე შემოიყვანა და მალევე მას გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა, თუმცა ვერ გამოიყენა. სწორედ ამ ფაქტის გამო არიან გაბრაზებულნი "რეალის"გულშემატკივრები.
21 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამ სთორის საშუალებით ბოდიში მოიხადა და გულშემატკივარს სთხოვა, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა მალევე მან ეს სთორი წაშალა და კომენტარების დაწერის ფუნქცია გათიშა.
ცნობისთვის, "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში მეოთხე "ელ კლასიკო" მოიგო, გუშინდელი დაპირისპირება ფლიკის შეგირდებმა 4:3 მოიგეს და ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდეს.