ფეხბურთი

16:35 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟე მენდეში: "ძალიან ნათელია, იამალი ამ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია"

"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელის ლამინ იამალის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც პორტუგალიელმა აგენტმა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ნათელია, ამ სეზონში იამალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთს სწორედ ის იმსახურებს. 17 წლის ასაკში მან დიდი როლი ითამაშა ესპანეთის ჩემპიონობაში და წამყვანი ფეხბურთელია ბარსელონაში. მისი თამაში უბრალოდ შთამბეჭდავია და ვინც ფეხბურთს უყურებს, ყველასთვის ძალიან ნათელია, რომ ოქროს ბურთი იამალმა უნდა მოიგოს." - განაცხადა მენდეშმა.

ცნობისთვის, 17 წლის ლამინ იამალს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 52 შეხვედრაში 16 გოლი და 24 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

0.166677