უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარდა, ევროპა და კონფერენს ლიგის ფინალების მსაჯთა ბრიგადაც დაასახელა.
ევროპა ლიგის ფინალს, გერმანელი ფელიქს ცვაიერი იმსაჯებს, რომელსაც თანამემამულეები, რობერტ კემპტერი და კრისტან დიეტცი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის როლში იტალიელი მაურიციო მარიანი იქნება, ხოლო VAR-ზე გერმანელები, ბასტიან დანკერტი და ბენჟამინ ბრანდი, ასევე, ესპანელი კარლოს დელ სერო გრანდე იმუშავებენ.
ევროპა ლიგის ფინალში 21 მაისს, ბილბაოს „სან მამესზე“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან.
კონფერენს ლიგის ფინალის მთავარი მსაჯი ბოსნიელი ირფან პელიტო იქნება. მას თანამემამულეები, დავორ ბელიო და სენად იბრიშიმბეგოვიჩი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციას თურქი უმუთ მელერი შეასრულებს, ხოლო VAR-ზე ფრანგები ვილი დელაიო და ჟერომ ბრისარი, ასევე, იტალიელი მარკო დი ბელო იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის ფინალი 28 მაისს, ვროცლავში გაიმართება, რომელშიც ლონდონის „ჩელსი“ და სევილიის „ბეტისი“ დაუპირისპირდებიან.