ფეხბურთი

21:20 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ვინისიუსი და ვასკესი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებისთვის, ვინისიუს ჟუნიორისა და ლუკას ვასკესისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

ორივემ დაზიანება „ბარსელონას“ წინააღმდეგ მიიღო და სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ისინი ლა ლიგის დარჩენილ სამ ტურში, „მალიორკას“, „სევილიასა“ და „სოსიედადის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ.

მადრიდული კლუბის შტაბში რისკზე წასვლას არ აპირებენ, რადგან ლა ლიგის ბედი ისედაც პრაქტიკულად გადაწყვეტილია. კლუბის მიზანია, რომ ორივე ფეხბურთელი 14 ივნისისთვის სრულად გამოჯანმრთელებული იყოს, როდესაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 მატჩში 21 გოლი გაიტანა, ხოლო ლუკას ვასკესმა 49 შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089765