ფეხბურთი

22:45 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფას განვითარების თასზე საუკეთესო ფეხბურთელად თორნიკე კვარაცხელია დასახელდა

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა ერევანში გამართული უეფას განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, თორნიკე კვარაცხელია დასახელდა.

გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც ქართველია: 4 გოლით - ნიკოლოზ დუნდუა. კვარაცხელიას საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ვეტერანმა ფეხბურთელმა აარონ ვინტერმა გადასცა, რომელიც ამჟამად სომხეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

ტურნირის თასი, ჩვენი ასაკობრივის კაპიტანს - ანდრია ფოცხვერიას, სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯონ ვან’ტ სხიპმა გადასცა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097941