ესპანელმა სპეციალისტმა, ჩაბი ალონსომ, მადრიდის „რეალს“ სთხოვა, თუ მას მთავარ მწვრთნელად დანიშნავენ, „სამეფო კლუბის“ ყოფილი ფეხბურთელის, ხოსელუს სტილის მსგავსი თავდამსხმელი დაიმატონ - წერს გამოცემა COPE.
წყაროს ცნობით, ალონსოს მაღალი ცენტრალური თავდამსხმელი („ცხრიანი“) სჭირდება, რომელსაც საჰაერო დუელებში გამარჯვება და გოლის გატანა არანაკლებ რეგულარულად შეეძლება, ვიდრე ხოსელუს, როდესაც მადრიდულ გრანდში თამაშობდა, ყველაზე ხშირად შეცვლაზე შესვლით.
გარდა ამისა, ალონსო ასევე აპირებს „ლოს ბლანკოსის“ ყოფილი მოთამაშის, არგენტინელი ნახევარმცველის, ნიკოლას პასის დაბრუნებას, რომელიც გასულ ზაფხულს 6 მილიონ ევროდ გაყიდა იტალიურ „კომოში.“
აღნიშნულია, რომ „რეალი“ 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ახალი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის დამატებას გეგმავს. ტურნირის დაწყებამდე კლუბმა მარცხენა და ცენტრალურ მცველებთან, ასევე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან კონტრაქტი უნდა გააფორმოს.