„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა რაფინიამ განაცხადა, რომ მან სცადა ნეიმარის დარწმუნება, რომელიც ამჟამად „სანტოსში“ თამაშობს, კატალონიურ კლუბში დაბრუნებულიყო.
„ბევრი საუბარი იყო ნეიმარის „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებაზე. მე ვუთხარი: „იცი, კლუბს უყვარხარ, გულშემატკივრებს უყვარხარ და ყველას გაუხარდებოდა შენი დაბრუნება“. მაგრამ საბოლოოდ, ეს ჩემზე ან მასზე არ იყო დამოკიდებული“, - ციტირებს რაფინიას სიტყვებს Barca Universal.
ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საუდის არაბეთის „ალ-ჰილალიდან“ „სანტოსში“ გადავიდა. დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელმა ცხრა მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. 33 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი ბრაზილიურ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.