ფეხბურთი

13:42 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სონი კეინის მიერ კარიერაში პირველი ტიტულის მოგებას გამოეხმაურა

„ტოტენჰემის“ კორეელი თავდამსხმელი სონ ჰიუნგ-მინი „ბაიერნის“ ფორვარდ ჰარი კეინის მიერ კარიერაში პირველი ტიტულის მოგებას გამოეხმაურა. „ტოტენჰემის“ ყოფილი კაპიტანი ხომ გერმანიის ჩემპიონი გახდა.

„ჩვენ ისევ კარგი მეგობრები ვართ, ამიტომ დავურეკე, მივწერე და მანაც მომწერა. ის ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო და უბრალოდ მიხარია, რომ იღიმის, მიხარია, რომ ასწია ბუნდესლიგის ვერცხლის სასალათე, რომელსაც ყველაზე მეტად იმსახურებს. რა ფანტასტიკური მომენტია მისთვის.

ვიმედოვნებ, ტიტულები კიდევ ბევრი იქნება, ვფიქრობ, ეს ჰარისთვის საკმარისი არ არის - მისი შესაძლებლობები, ხარისხი... ის ყველაზე მეტს იმსახურებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მეგობარი ვარ, არამედ იმ მსხვერპლის გამო, რასაც იღებს, იმ შრომის გამო, რასაც აკეთებს. რა ფეხბურთელია! მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო მას, ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი ცქრით დაჯილდოებისას“, - ციტირებს სონის სიტყვებს TNT.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096616