ჟურნალისტისა და ინსაიდერის, ნიკოლო სკირას ცნობით, „ბაიერის“ მცველი ჯერემი ფრიმპონგი კარიერას პრემიერლიგაში, კერძოდ, „ლივერპულში“ გააგრძელებს.
24 წლის ნიდერლანდელმა მერსისაიდელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. „წითლები,“ სავარაუდოდ, ფრიმპონგის 40 მილიონი ევროს ოდენობის გამოსყიდვის ოფციას გაააქტიურებენ.
მცველი „ბაიერში“ 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა შეჯიბრში 48 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.