თამაშგარე

14:53 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა ჩემპიონობის მოლოდინშია

მიუხედავად გუშინწინდელი წაფორთხიალებისა, „ნაპოლი“ კვლავ რჩება იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების მთავარ პრეტედენტად, საამისოდ კი, დარჩენილ ორ მატჩში გამარჯვება სჭირდება. სამხრეთელები ბოლო სამ წელიწადში მეორედ იზეიმებენ პირველობას, რაც ამ კლუბისთვის, დაგვეთანხმებით, განსაკუთრებული და ისტორიული ამბავი იქნება.

ნეაპოლელთა ტრიუმფისთვის რიგით ქომაგებზე არანაკლები გულმოდგინებით ემზადება „ნაპოლის“ თილისმად წოდებული, გვარიანად მობერებული, მაგრამ წლებთან ბრძოლაში შეუპოვარი ძუძუმთა ქალბატონი მარიკა ფრუშო, რომელმაც სხვათაშორის ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ივარაუდა, რომ მისი საყვარელი კლუბი კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა.

რაში გამოიხატება მარიკას სამზადისი? ამჯერად ყოფილი მოდელი სიურპრიზად ტოვებს, თუ რას მოიმოქმედებს „ნაპოლის“ ჩემპიონობის შემთხვევაში. ორი წლის წინ დანაქადნები აასრულა და ტრიბუნაზე მკერდმოშიშვლებული ეჩვენა ამძუვნებულ მამრთა საზოგადოებას. ნუთუ ამჯერად უფრო გაშლის ფანტაზიას?...

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.160241