„მანჩესტერ სიტი“ განიხილავს „ბარსელონას“ ნახევარმცველის, დანი ოლმოს შეძენის შესაძლებლობას, იუწყება Relevo.
წყაროს ცნობით, „ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დაინტერესებულია ესპანელის ტრანსფერით.
კლუბს სურს გუნდის გაძლიერება მრავალმხრივი ნახევარმცველით, რომელსაც შეუძლია თამაშის წარმართვა, შანსების შექმნა და შეტევების დასრულება. ოლმო „სიტის“ პრიორიტეტული სამიზნეა ამ პოზიციაზე.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია აქვთ „ბარსელონას“ და თავად ოლმოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.
ამ სეზონში 27 წლის ოლმომ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.