„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი უშუალოდ ლა ლიგის ვებგვერდმა გამოარჩია. გიორგიმ „ხეტაფესთან“ (3:0) შესანიშნავად ითამაშა, 3 დარტყმა მოიგერია და კარი მშრალად შეინახა.
ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: მამარდაშვილი (ვალენსია)
მცველები: მინგესა (სელტა), ფოიტი (ვილიარელი), არიდანე (რაიო ვალეკანო), კიკე სალასი (სევილია)
ნახევარმცველები: ისკო (ბეტისი), რაბა (ლეგანესი), დარდერი (მალიორკა)
თავდამსხმელები: რაფინია (ბარსელონა), სიორლოთი (ატლეტიკო), მბაპე (რეალი)
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 8-ჯერ კარი მშრალად აქვს შენახული. „ვალენსია“ 45 ქულით მეცხრე ადგილამდე აღზევდა, მომდევნო ტურში, 14 მაისს, სტუმრად „ალავესს“ შეხვდება.