ფეხბურთი

20:16 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "მესი თუ მარადონა? მესის ავირჩევ, მაგრამ შედარებას აზრი არ აქვს"

არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლიონელ სკალონის ჰკითხეს, ლიონელ მესი ურჩევნია თუ დიეგო მარადონა. „ალბისელესტეს“ თავკაცმა მესი აირჩია, მაგრამ აღნიშნა, მსგავს შედარებებს აზრი არ აქვს.

„მესი თუ მარადონა? მესის ვირჩევ, რადგან ვიცი, როგორი ფეხბურთელია. თუმცა, ჩემი აზრით, შედარებას აზრი არ აქვს, რადგან უბრალოდ საჭიროა ასეთი ფეხბურთელებით ტკბობა. დარწმუნებული ვარ, ორივეს შეეძლო 70, 80, 90-იანი წლების და ახლანდელ ეპოქაში თამაში, რადგან კარგი ფეხბურთელი, ყოველთვის კარგი ფეხბურთელია“, - თქვა სკალონიმ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097194