მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა კარიერაში პირველი ტიტულის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ტიტული მას, როგორც ფეხბურთელს არ ცვლის.
„სასიამოვნოა მეორე მხარეს ყოფნა, ისეთ წვეულებაზე ყოფნა, რომელიც აქამდე არასდროს მქონია. თუმცა, ეს არ მცვლის, როგორც ფეხბურთელს, არაფრით განვსხვავდები იმისგან, რაც ადრე ვიყავი. უბრალოდ ტიტული აკლდა ჩემს რეზიუმეს და ეს მხოლოდ რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისია. შესაძლოა, ახლა ნაკლები სალაპარაკო იყოს, მაგრამ ვიმეორებ, ესეც რუტინის ნაწილია.
შემეძლო „ტოტენჰემში“ დავრჩენილიყავი, მეთამაშა პრემიერლიგაში და გოლების გატანა გამეგრძელებინა, მაგრამ მინდოდა, უფრო მეტი გამეკეთებინა, მინდოდა, თავისთვის დამემტკიცებინა და მეთამაშა უდიდეს მატჩებში, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე. მე ეს შევძელი, ვფიქრობ, ეს მხოლოდ რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისია.
ვფიქრობ, ჩემი ისტორია შრომისმოყვარეობის ისტორიაა, რომელიც გასწავლის, რომ არასოდეს დანებდე, არ შეეგუო დაცემას. სპორტში, ცხოვრებაში, ყველაფერი იდეალური არ არის. დგება მომენტი, როდესაც ყველაფერი ისე არ წავა, როგორც შენ გსურს და მოგიწევს შინაგანი ძალის პოვნა, რომ დაბრკოლებები გადალახო“, - თქვა კეინმა.
შეგახსენებთ, რომ კეინმა „ბაიერნის“ რიგებში ბუნდესლიგა მოიგო და აქამდე მას, არც საკლუბო, არც სანაკრებო დონეზე ტიტული მოგებული არ ჰქონდა.