კალათბურთი

21:50 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

უფრო სწორად, გაირკვა, რომ A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქედ ესპანეთის ნაკრები ეყოლება, ხოლო კიდევ ორი მეტოქის ვინაობა მოგვიანებით, პრესაკვალიფიკაციო ეტაპიდან გაირკვევა.

ესპანეთის გარდა, საქართველოს მეტოქეები იქნებიან წინასაკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის გამარჯვებული (სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა) და D ჯგუფის მეორეადგილოსანი (დანია, ნორვეგია ან ხორვატია) ეყოლება.

A ჯგუფი

საკვალიფიკაციო D ჯგუფის მეორე გუნდი (დანია, ნორვეგია ან ხორვატია)
საქართველო
საკვალიფიკაციო A ჯგუფის გამარჯვებული გუნდი (სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა)
ესპანეთი

B ჯგუფი

საბერძნეთი
მონტენეგრო
პორტუგალია
საკვალიფიკაციო B ჯგუფის გუნდი

C ჯგუფი

სერბეთი
თურქეთი
ბოსნია
საკვალიფიკაციო A ჯგუფის გუნდი

D ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი
იტალია
ისლანდია
ლიეტუვა

E ჯგუფი

საკვალიფიკაციო D ჯგუფის გუნდი
გერმანია
ისრაელი
კვიპროსი

F ჯგუფი

ლატვია
პოლონეთი
საკვალიფიკაციო C ჯგუფის მეორე გუნდი
საკვალიფიკაციო C ჯგუფის გამარჯვებული

G ჯგუფი

საკვალიფიკაციო B ჯგუფის მეორე გუნდი
საფრანგეთი
ბელგია
ფინეთი

H ჯგუფი

სლოვენია
ჩეხეთი
შვედეთი
ესტონეთი

ამ შესარჩევი ეტაპიდან თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გავა კიდევ ერთ საკვალიფიკაციო წრეში, რომელიც გადამწყვეტი იქნება და სწორედ იქიდან გაირკვევა მუნდიალის მონაწილეები. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ივლისამდე გაიმართება.

3-3 საუკეთესო ნაკრები გადაინაცვლებს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და 3-3 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა. ცნობილია, რომ საქართველო თუ პირველ საკვალიფიკაციოს დაძლევს, იქ ნაჩვენები შედეგები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაჰყვება და მოხვდება B ჯგუფის სამ საუკეთესო ნაკრებთან ერთად (საბერძნეთი, პორტუგალია, მონტენეგრო და პრესაკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გუნდი ჩრდ. მაკედონია, რუმინეთი, უნგრეთი).

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში ერთხელ, 2023 წელს ითამაშა, სადაც კაპო ვერდესა და ვენესუელას აჯობა, სლოვენიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა, ტურნირს კი, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა, სადაც გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან განიცადა მარცხი.

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატი კატარში 27 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.159866