ფეხბურთი

22:55 | 13.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დეკუ: "იამალის კონტრაქტზე პრობლემა არ არსებობს, გაახანგრძლივებს"

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ განაცხადა, რომ ლამინ იამალის კონტრაქტის განახლებაზე პრობლემას ვერ ხედავს. როგორც მან აღნიშნა, იამალი „ბარსელონაში“ ბედნიერია.

„ფეხბურთელი იქ უნდა იყოს, სადაც ბედნიერია, მაგრამ ლამინისთვის უკეთეს ადგილს ვერ ვხედავ. ბიჭი აქ გაიზარდა, აქაურია. ამ თაობას შანსი აქვს, ისტორია დაწეროს. მის ადგილას დარჩენა მენდომებოდა. პრობლემას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, მას კლუბთან კონტრაქტი უკვე აქვს, მაგრამ განახლებაც აუცილებლად იქნება“, - თქვა დეკუმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლამინ იამალმა ყველა ტურნირზე 52 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი გააკეთა. მას „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089857