ფეხბურთი

1:09 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად გენუის "სამპდორია" სერია C-ში გავარდა

გენუის „სამპდორია“ იტალიის სერია B-დან იტალიის სერია C-ში გავარდა, ისტორიაში პირველად...

„სამპდორია“ დიდი ისტორიის მქონე, ტრადიციული იტალიური კლუბია, მაგრამ ახლა სერიოზული კრიზისი აქვს და რანგით მესამე ლიგაში გავარდა.

სერია B-ს ბოლო ტურში „სამპდორია“ სტუმრად „იუვე სტაბიას“ უგოლოდ დაუზავდა და ეს ფრე ადგილის შესანარჩუნებლად არ ეყო. „სამპა“ 41 ქულით მე-16 ადგილზე გავიდა და ქულით ჩამორჩა პლეი-აუტის ზონას.

„სამპდორია“ ორი წლის წინ გავარდა სერია A-დან, სერია B-ში ორი სეზონი გაატარა და ახლა მესამე ლიგაში გადაინაცვლა.

ცნობისთვის, „სამპდორიას“ იტალიის ჩემპიონატი ერთხელ აქვს მოგებული, ოთხჯერ იტალიის თასი, თითოჯერ თასების თასი და იტალიის სუპერთასი, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა თასის ფინალშიც ითამაშა.

აქვე გეტყვით, რომ სერია C-ში „სამპდორიას“ გარდა, „კოზენცა“ და „ჩიტადელა“ გავარდნენ, ხოლო პლეი-აუტში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ და ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანა“ ერთმანეთს შეხვდებიან: მოგებული ლიგაში დარჩება, წაგებული სერია C-ში გავარდება.

სერია A-ში პირდაპირ აღზევდნენ „სასუოლო“ და „პიზა“, მესამე გუნდის ვინაობა პლეი-ოფით გამოვლინდება, რომლის მეოთხედფინალში „იუვე სტაბია“ – „პალერმოს“ და „კატანძარო“ – „ჩეზენას“ შეხვდება, ამ წყვილში გამარჯვებულები ნახევარფინალში „კრემონეზესა“ და „სპეციას“ შეხვდებიან, იქ მოგებულები ფინალში გავლენ, ფინალის მოგებული სერია A-ში აღზევდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091849