კალათბურთი

0:05 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების კალენდარი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალენდარი მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია.

ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი პირველ ტურში მიმდინარე წლის 27 ნოემბერს უკრაინას, შვეიცარიას ან სლოვაკეთს შეხვდება, ეს გაირკვევა წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე, ერთ-ერთი იქნება მეტოქე, ხოლო მეორე ტურში 30 ნოემბერს, ესპანეთს ესტუმრება. კალენდარი ასეთია:

27 ნოემბერი, 2025

საქართველო - უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი

30 ნოემბერი

ესპანეთი - საქართველო

27 თებერვალი, 2026

ხორვატია/დანია/ნორვეგია - საქართველო

2 მარტი

საქართველო - ხორვატია/დანია/ნორვეგია

2 ივლისი

უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი - საქართველო

5 ივლისი

საქართველო - ესპანეთი

ამ შესარჩევი ეტაპიდან თითოეული ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გავა კიდევ ერთ საკვალიფიკაციო წრეში, რომელიც გადამწყვეტი იქნება და სწორედ იქიდან გაირკვევა მუნდიალის მონაწილეები. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2025 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ივლისამდე გაიმართება.

3-3 საუკეთესო ნაკრები გადაინაცვლებს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და 3-3 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა. ცნობილია, რომ საქართველო თუ პირველ საკვალიფიკაციოს დაძლევს, იქ ნაჩვენები შედეგები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაჰყვება და მოხვდება B ჯგუფის სამ საუკეთესო ნაკრებთან ერთად (საბერძნეთი, პორტუგალია, მონტენეგრო და პრესაკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გუნდი ჩრდ. მაკედონია, რუმინეთი, უნგრეთი).

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში ერთხელ, 2023 წელს ითამაშა, სადაც კაპო ვერდესა და ვენესუელას აჯობა, სლოვენიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა, ტურნირს კი, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა, სადაც გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან განიცადა მარცხი.

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატი კატარში 27 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.086661