ფეხბურთი

1:48 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გადამწყვეტი გოლი 120-ე წუთზე: "სანდერლენდი" ჩემპიონშიფის ფინალშია

„სანდერლენდი“ პრემიერლიგაში დაბრუნებას ცდილობს და ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

„შავმა კატებმა“ ნახევარფინალში ორმატჩიან დუელში ფრენკ ლამპარდის „ქოვენთრის“ აჯობეს.

„სანდერლენდემა“ პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოიგო, ხოლო ამჯერად შინ დრამატულ ბრძოლაში ფრეს მიაღწია. „ქოვენთრი“ 76-ე წუთზე ეფრონ მეისონ-კლარკის გოლით დაწინაურდა, ძირითადი დრო ასე დასრულდა და დაინიშნა დამატებითი დრო. ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, 120 წუთიც ამოწურული იყო, როცა მასპინძელთა ფეხბურთელმა დანიელ ბალარდიმ თავით გამათანაბრებელი, მაგრამ მთლიანობაში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

თამაში 1:1 დასრულდა, მაგრამ „სანდერლენდმა“ ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა და 2017 წლის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ნაბიჯშია.

ჩემპიონშიფის ფინალი, რომელიც პრემიერლიგაში გადამსვლელს გაარკვევს, 24 მაისს, „უემბლიზე“ გაიმართება და „სანდერლენდი“ „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.175762
სარეკლამო ადგილი - 99
X x X