ფეხბურთი

10:10 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთებზე რეკორდული მოთხოვნაა

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას Sportitalia ავრცელებს.

განსაკუთრებით ძლიერი გავლენა იქონია პსჟ-ს ფან-ზონის მხრიდან შესულმა უამრავმა მოთხოვნა. პარიზული გუნდი სულ მეორედ თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ პირველ ფინალზე ფანებმა დასწრება 2020 წელს პანდემიის გამო ვერ შეძლეს.

ასევე დიდი მნიშვნელობა იქონია ფინალის მასპინძელმა ქალაქმა: მიუნხენი ისეთი დანიშნულების ადგილია, სადაც მანქანით მარტივად ჩასვლაა შესაძლებელი, როგორც პარიზიდან, ისე მილანიდან. ამრიგად, ორივე გუნდის ფანები ძალიან აქტიურობენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 31 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.105521