„ნოტინგემ ფორესტის“ თავდამსხმელი ტაივო ავონი მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ ხელოვნურ კომაში მოათავსეს.
ტაივო ავონიის ძალიან ცუდი ინციდენტი შეემთხვევა „ნოტინგემ ფორესტისა“ და „ლესტერის“ მატჩის დროს, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.
ნიგერიელი თავდამსხმელი მოედანზე 83-ე წუთზე იბრაჰიმ სანგარეს ნაცვლად შევიდა. თუმცა, მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში ავონი, ერთ-ერთი პასის დროს, „მელიების“ კარის ძელს შეეჯახა.
„ნოტინგემის“ თავდამსხმელი საავადმყოფოში ორშაბათს, 13 მაისს, საღამოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც სამედიცინო პერსონალმა ფეხბურთელის მუცლის ღრუში პრობლემები აღმოაჩინა.
talkSPORT-ის ცნობით, ავონის საავადმყოფოში მიყვანისთანავე მუცლის ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მედიკამენტურად ხელოვნურ კომაშია.