სხვა

9:13 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია: "28 ივნისს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება, ჩარლზ წინასწარ ბოდიშს გიხდი"

UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის 28 ივნისს იბრძოლებს და მისი მეტოქე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება. ეს ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც დენამ განაცხადა, ბრძოლა სრულფასოვან საჩემპიონო ქამარზე გაიმართება და დროებითი ქამარი გამორიცხულია, რადგან ისლამ მახაჩევმა საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ზედა წონაში იბრძოლებს.

ინფორმაციის გაოფიციალურების შემდეგ ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაპოსტვა:

"28 ივნისს კიდევ ერთ ოცნება ამიხდება, მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ წინასწარ ბოდიშს გიხდი, მე მხოლოდ ჩემი მიზნებისთვის ვიბრძვი. სამწუხაროა, რომ მახაჩევი გაიქცა." - დაწერა ილია თოფურიამ.



ცნობისთვის, ილია თოფურიამ ბოლოს 2024 წლის 26 ოქტომბერს მაქს ჰოლოვეისთან იბრძოლა, სადაც ქართველმა ამერიკელი დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი ქვემსუბუქ დივიზიონში წარმატებით დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093271