ფეხბურთის და განსაკუთრებით არგენტინული ფეხბურთის სტაჟიან ქომაგებს არასოდეს დაგავიწყდებოდათ არგენტინელი ხუან სებასტიან ვერონი, რომელიც დაშხოშიანი თამაშითა და ორიგინალური გარეგნობით ყოველთვის ეფექტური ვინმე იყო და როგორც ჩანს ეს ეფექტი ქალებზეც განსაკუთრებულად მოქმედებდა.
ხუან სებასტიანი მრავალცოლიანთა უზარმაზარი არმიის წევრია. ვეტერანი მობურთალი მესამედ და უკანასკნელად დაქორწინდა ვალენტინა მარტინზე, რომელთანაც ის მანამდე დაახლოებით ერთი წელი სტაბილურად ბურღუჯანაობდა და 2023 წელს მათ ურთიერთობას რომის კათოლიკურმა ეკლესიამაც მისცა დასტური.
ამის შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ჯერჯერობით ვერონების ოჯახიდან ზედმეტი ხმა არ გამოსულა. ხანდახან ხუანის მეორე ცოლი და ორი შვილის დედა მარია ფლორენცია ვინაკია თუ დაიჩივლებს ხოლმე ოღრაშ ყოფილ ქმარზე, მაგრამ არგენტინაში ცნობილ სპორტსმენთა მექალთანეობა ვის უკვირს?