UFC 319 -ზე საშუალო წონისა ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი საჩემპიონო ქამრის დაცვას ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ ეცდება.ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა.
დუ პლესიმ ბოლო ბრძოლა 8 თებერვალს შო სტრიკლენდთან გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, მისი MMA-ს რეკორდი 23 გამარჯვება და 2 მარცხია, ხოლო რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, მას კარიერაში 14 მოგება და არცერთი მარცხი არ აქვს. ჩიმაევმა ბოლოს 26 ოქტომბერს იბრძოლა, როცა რობერტ ვიტეკერი ვადაზე ადრე დაამარცხა.
დრიკუს დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევის ბრძოლა 16 აგვისტოს გაიმართება.