"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა კლუბში მომუშავე 30-მდე პერსონალის მგზავრობის, სასტუმროსა და მატჩის ბილეთების ფული საკუთარი სახსრებით გადაიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ახალგაზრდა პორტუგალიელმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც "მანჩესტერის" ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ მის მწვრთნელებს, ფიზიოს ექიმებს და დამხმარე გუნდს ევროპა ლიგის ფინალზე დასასწრებად ბილეთების გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევდათ.
ცნობისთვის, ევროპა ლიგის ფინალი 21 მაისს, ბილბაოში, „სან მამესზე“ გაიმართება, სადაც ინგლისურ ფინალში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.