ფეხბურთი

15:16 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰაინკესმა კვარაცხელია და დემბელე, არიენ რობენსა და ფრანკ რიბერის შეადარა

ლეგენდარულმა გერმანელმა სპეციალისტმა იუპ ჰაინკესმა ფრანგულ გამოცემა L’Équipe-თან ისაუბრა, სადაც გერმანელმა "პარი სენ-ჟერმენზე" გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით გუნდმა დიდი ევოლუცია განიცადა, კერძოდ შემტევი ფეხბურთელების დაცვითი სამუშაოების შესრულების კუთხით.

ჰაინკესმა ასევე პსჟ-ს შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის დუეტს შეადარა.

"ლუის ენრიკემ პსჟ-ში დიდი სამუშაო გაწია, მისი ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ შემტევ ფეხბურთელებს ჩაუნერგა, რომ დაცვითი სამუშაოები ისეთივე აუცილებელია, როგორც წინ თამაში. როდესაც ისინი ბურთს კარგავენ, სწრაფადვე ცდილობენ დაცვის დახმარებას, სწორედ ეს იყო მთავარი გასაღები (2013 წელს), როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. რობენი და რიბერი მთელს მოედანზე დარბოდნენ, რაც დიდი დახმარებას უწევდა ბაიერნს. პსჟ-ს ფეხბურთელები, კვარაცხელია და დემბელე სწორედ იმას აკეთებენ, რასაც რობენი და რიბერი, ფაქტია, რომ ენრიკემ შექმნა მექანიზმი, რომლისთვისაც მოგება ყველა გუნდს გაუჭირდება."

ცნობისთვის, იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით მიუხენის "ბაიერნმა" 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.103832
სარეკლამო ადგილი - 99
X x X