"გრანადას", რომლის რიგებშიც გიორგი წიტაიშვილი თამაშობს ახალი მწვრთნელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"გრანადას" ახალი მწვრთნელი ხოსე როხო მარტინი იქნება, რომელმაც ამ პოზიციაზე გილერმე აბასკალის ჩაანაცვლებს.
მარტინის ამოცანა ლა ლიგა 2-ის დარჩენილ სამ შეხვედრაში კლუბის პლეი-ოფის ზონაში შეყვანა იქნება და შემდეგ ლა ლიგაში გადასვლა.
შეგახსენებთ, რომ "გრანადას" 39 ტურის შემდეგ 59 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება, საპლეიოფო ზონას კი, 3 ქულა აშორებს.
ხოსე როხო მარტინი ბოლოს 2023-2024 წლების სეზონში "ვილიარეალის" მწვრთნელად მუშაობდა, მანამდე კი "ნუმანსიაში", "ოვიედოში" და "უესკაშიც" უმუშავია.