ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორდოს ჩელენჯერის პირველი შეხვედა მოიგო და 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
1/16 ფინალში ბასილაშვილმა ესპანელი ჩოგბურთელი ალბერტ რამოს-ვინოლასი დამაჯერებლად ორ სეტში 6:2, 6:2 დაამარცხა.
ცნობისთვის, ბასილაშვილის მეტოქე შემდეგ ეტაპზე ფრანგი (ATP 52) კვენტინ ჰალისი იქნება, შეხვედრა ხვალ 15 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.