ისლამ მახაჩევის მენეჯერმა ალი აბდელაზიმ კომენტარი UFC-ის მსუბუქ დივიზიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, მან ასევე მახაჩევის წონის ცვლილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორი წონის დივიზიონის ჩემპიონობას მასზე მეტად არავინ იმსახურებს.
"ვფიქრობ ილია თოფურია მახაჩევის მადლიერი უნდა იყოს, მან საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა, რომ ილია ჩემპიონი გამხდარიყო.ეს საპატიო ქმედებაა, ისლამს არავის არ ეშინია."
"ბელალ მუჰამედს რომ მოეგო, ისლამი ქვესაშუალო წონაში არასდროს ავიდოდა. ისლამმა ყველა დაამარცხა და არარავინ იყო ვინც მას წინააღმდეგობას გაუწევდა, ბოლო 10 ბრძოლიდან 9 ფინიშით აქვს მოგებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორი წონის დივიზიონის ჩემპიონობას მასზე მეტად არავინ არ მისახურებს." - განაცხადა ალი ამბდელიზიმ.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი დივიზიონის ქამარი ისლამ მახაჩევმა ვაკანტური გახადა და ზედა წონაში გადაინაცვლა. საჩემპიონო ქამრისთვის კი, ილია თოფურია ufc 317-ზე 28 ივნისს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იბრძოლებს.