ფეხბურთი

21:14 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" ევროპა ლიგის ფინალში კულუშევსკი ვერ დაეხმარება

ლონდონის „ტოტენჰემს“ ევროპა ლიგის ფინალში დეიან კულუშევსკი ვერ დაეხმარება, რაც დიდი დანაკლისია.

შვედმა შემტევმა „კრისტალ პალასთან“ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზული გამოდგა და ოპერაცია გაუკეთეს. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა დრო გაუცდება, მაგრამ მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

დეიან კულუშევსკიმ „ტოტენჰემის“ რიგებში ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 50 მატჩში 10 გოლი გაიტანა. „ტოტენჰემი“ ევროპა ლიგის ფინალში 21 მაისს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094434