დონეცკის „შახტარმა“ უკრაინის თასი მოიგო. დონბასელებმა ფინალში კიევის „დინამო“ პენალტების სერიაში დაამარცხეს.
კიეველებმა ტაიმი მოიგეს, რასაც დონეცკელებმა მეორე ტაიმში უპასუხეს და შემდეგ არაფერი შეცვლილა, მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტებში „შახტარმა“ 6:5 გაიმარჯვა.
ირაკლი აზაროვს ფინალში არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. ბოლო დროს ქართველი მცველი საერთოდ ვეღარ იღებს სათამაშო დროს.
აზაროვმა მეორედ მოიგო უკრაინის თასი, ერთხელ ის უკრაინის ჩემპიონიც გახდა. ასევე მოგებული აქვს საქართველოსა და სერბეთის ჩემპიონატები.