ფეხბურთი

22:57 | 14.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" წაუგებელი სერია შეწყდა, მამარდაშვილი მაინც საუკეთესოდ დაასახელეს (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგაში „ვალენსიას“ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. 36-ე ტურში „ლოს ჩე“ „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.

ერთადერთი გოლი მასპინძლებმა 79-ე წუთზე გაიტანეს, ჟოან ჯორდანმა პენალტი გაუტანა გიორგი მამარდაშვილს. პენალტი, რომელიც ქართველმა მეკარემ აიკიდა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

თუმცა, გიორგის მაინც ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, ოთხჯერ იხსნა თავისი გუნდი და ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. თერმეტმეტრიანი ძალიან საკამათო ვითარებაში დაინიშნა, გიორგი გაოცებული იყო მსაჯის და VAR-ის გადაწყვეტილებით, "ვალენსიას" ფეხბურთელებსაც უჭირდათ დაჯერება... ქართველ მეკარეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსია“ 22 თებერვლის შემდეგ პირველად დამარცხდა (6 მოგება, 4 ფრე ამ პერიოდში) და 45 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 მაისს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

0.087315
სარეკლამო ადგილი - 99
X x X