სტამბოლის „გალათასარაიმ“ თურქეთის თასი მოიგო, ფინალში „ტრაბზონსპორი“ 3:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ანგარიში ილმაზმა გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში გაიბრწყინა ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
ოსიმენს შესანიშნავი სეზონი აქვს, ყველა ტურნირზე სტამბოლელთა მაისურით ჩატარებულ 39 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
„გალათასარაიმ“ თურქეთის თასი ისტორიაში მე-19-ედ მოიგო.