„ბოლონიამ“ იტალიის თასი მოიგო. პირველი ტიტული 1974 წლის შემდეგ, ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა ისტორია დაწერა.
„ბოლონია“ ბოლო ორი სეზონია ძალიან კარგი, ორგანიზებული და კონკურენტუნარიანი გუნდია, რაც ტიტულითაც დააგვირგვინა.
რომში გამართულ ფინალში „ბოლონიამ“ „მილანი“ დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში ერთადერთი გოლი დან ნდოიემ გაიტანა და ბოლონიელებმა უპირატესობა შეინარჩუნა.
„ბოლონიამ“ ისტორიაში მესამედ მოიგო იტალიის თასი, პირველად ბოლო 51 წლის განმავლობაში. „მილანს“ კი, იტალიის თასზე ძალიან ხანგრძლივი უტიტულო სერია აქვს: 22 წელია „როსონერის“ იტალიის თასი არ მოუგია.
„ბოლონიას“ მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ ბოლო ორ სეზონში მეოთხე ფინალი ითამაშა, თუ წინა სამ შემთხვევაში, როგორც „ფიორენტინას“ თავკაცი, ორჯერ კონფერენს ლიგის და ერთხელ იტალიის თასის ფინალში დამარცხდა, ახლა ტიტულის მოპოვება შეძლო. "ბოლონიამ" თასის მოგებით ევროპა ლიგის საგზურიც დაიბევა.