ფეხბურთი

1:40 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წუთზე გამარჯვება: "რეალმა" შანსი ჯერჯერობით შეინარჩუნა (+VIDEO)

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 36-ე ტურში „მალიორკა“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ შეინარჩუნა.

პირველი ტაიმი კარლო ანჩელოტის გუნდმა წააგო და ძალიან ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან. 68-ე წუთზე კილიან მბაპემ მოახერხა გათანაბრება, ხოლო 95-ე წუთზე გამარჯვების გოლი 20 წლის მცველმა, იაკობო რამონმა გაიტანა.

სწორედ ამ გოლით „სამეფო კლუბს“ ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ დარჩა, თუმცა, „ბარსელონა“ ამ ტურში „ესპანიოლთან“ თუ მოიგებს, ჩემპიონი მაინც გახდება.

ამჟამად, „რეალი „ბარსელონას“ 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17549