ფეხბურთი

2:05 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონსეისაო: "ეს მატჩი ჩვენი სეზონის სარკე იყო"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ იტალიის თასის ფინალში „ბოლონიასთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მეორეში უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა. არ მინდა, ალიბის ძებნა, მაგრამ მომეჩვენა, რომ 2-3 სიტუაციაში მსაჯი... (ჩერდება - რედ), თუმცა არ მინდა ვთქვა, რადგან იტყვიან, რომ გამართლებას ვეძებ. ასეთ მატჩში მეტი უნდა გაგვეკეთებინა, ახლა ვეცდებით ჩემპიონატი ღირსეულად დავასრულოთ და „რომასთან“ მატჩზე ვიფიქრებთ. ვწუხვარ ფანების გამო, ყველა იმედგაცრუებული ვართ, მეტის გაკეთება შეგვეძლო, ასეთ მატჩებში დეტალები გადამწყვეტია, მათ გოლი გაიტანეს, ჩვენ - ვერ.

საწყისი 25 წუთი ცუდადაც არ გვითამაშია, შემდეგ კი, მეტის გაკეთება შეგვეძლო, ძალიან დაძაბული თამაში იყო, სადაც ყოველი დუელი შეიძლებოდა გადამწყვეტი ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს მატჩი ჩვენი სეზონის სარკე იყო. „ბოლონიას“ ვულოცავ, რადგან შესანიშნავად ითამაშა“, - თქვა კონსეისაომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ამ სეზონში ერთი ტიტული მოიგო, იტალიის სუპერთასი, სერია A-ში სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კი, მერვე ადგილზეა. „როსონერის“ იტალიის თასი 22 წელია არ მოუგია.

0.094897