„ლას-პალმასი“ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე გუნდი გახდა რომელმაც 2024/2025 წლების სეზონის ბოლოს ლა ლიგაში დარჩენის ყველა შანსი დაკარგა.
ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის მატჩში „სევილიასთან“ გასვლითი მარცხის (0:1) შემდეგ, „პალმას“ მხოლოდ მათემატიკური პერსპექტივა ჰქონდა ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად.
თუმცა, „ვალენსიასთან“ თამაშში მე-17 ადგილზე მყოფი „ალავესის“ გამარჯვების (1:0) შემდეგ, კანარის კუნძულების გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბასკური გუნდის გასწრების დარჩენილი შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა. „ლას-პალმასი“ 32 ქულით ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს. „ალავესი“ კი 38 ქულით მე-17 ადგილზეა.
„ლას-პალმასმა“ ზედიზედ ბოლო ოთხი მატჩი წააგო და უმაღლეს დივიზიონში გატარებული ზედიზედ ორი სეზონის შემდეგ პრიმერას დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი გუნდი, რომელმაც ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო, „ვალიადოლიდი“ გახლდათ, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში 36 მატჩის შემდეგ მხოლოდ 16 ქულა აქვს.