ფეხბურთი

11:12 | 15.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესის საგოლე გადაცემამ „ინტერ მაიამის“ „სან ხოსესთან“ ფრე მოუტანა

14-15 მაისის ღამეს, სან ხოსეში (აშშ, კალიფორნია) MLS-ის რეგულარული სეზონის მატჩი „სან ხოსესა“ და „ინტერ მაიამის“ შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

თამაშის პირველ წუთზე ანგარიში სტუმართა ცენტრალურმა მცველმა მაქსიმილიანო ფალკონმა გახსნა მარცხენა მცველ ჟორდი ალბას პასით. მესამე წუთზე კრისტიან არანგომ საპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო 38-ე წუთზე ბოე ლეროიმ მასპინძლები წინ გაიყვანა. 44-ე წუთზე ფლორიდელმა თავდამსხმელმა ტადეო ალიენდემ ანგარიში გაათანაბრა, ალბამ კი კვლავ საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა, შესვენებამდე, 45+4 წუთზე, იან ჰარკესმა „სან ხოსეს“ ისევ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში ერთი გოლი გავიდა - 52-ე წუთზე ალიენდემ დუბლი შეასრულა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიში 3:3 დააფიქსირა, საგოლე კომბინაციაში კი სტუმართა არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მიიღო მონაწილეობა.

„ინტერ მაიამი“ 12 მატჩში 22 ქულით MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო „სან ხოსე“ 13 თამაშში 17 ქულით დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096065